სსფ-ს წარმომადგენელი დღეს თსუ-ში ლექციას წაიკითხავს
სსფ-ს წარმომადგენელი დღეს თსუ-ში ლექციას წაიკითხავს
08:50 21.05.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე მინ ჟუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ლექციის თემა - „გლობალური ეკონომიკა - სავალუტო ფონდის ხედვები“ იქნება.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრებიან.
ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის ეგიდით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გუშინ სასწავლო კურსი გაიხსნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ამ სემინარის ფარგლებშია დაგეგმილი.

ბეჭდვა