ნიკა გილაური ჰონგ-კონგში, შანხაისა და სეულში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმებს გახსნის
ნიკა გილაური ჰონგ-კონგში, შანხაისა და სეულში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმებს გახსნის
13:34 20.05.2012
ჰონგ-კონგში, შანხაისა და სეულში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმებს - “FT Invest in Georgia Forum“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გახსნის.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმზე გილაური სიტყვითაც გამოვა და ქვეყნაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრებს .
აღნიშნული საინვესტიციო ფორუმები Financial Times Live/Global Conference & Events-ის მიერაა ორგანიზებული.
ფორუმებს ჰონგ-კონგიდან, შანხაიდან და სეულიდან დაინტერესებული ბიზნესმენები დაესწრებიან. საქართველოს მთავრობის დელეგაციასთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ქართველი ბიზნესმენებიც გაემგზავრებიან.
სავაჭღო პალატის ინფორმაციით, ქართული კომპანიების წარმომადგენლებს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრისა და და საქმიანი კონტაქტების დამყარების საშუალება ექნებათ.
საინვესტიციო ფორუმები ჰონგ-კონგიში 8 ივნისს, შანხაიში 11 ივნისს, სეულში კი -12 ივნისს გაიმართება.

ბეჭდვა