საქართველოდან ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილები „ვესტერნ იუნიონი“-ის მეშვეობით ხორციელდება
საქართველოდან ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილები „ვესტერნ იუნიონი“-ის მეშვეობით ხორციელდება
11:41 20.05.2012
საქართველოდან ფულადი გადარიცხვების განხორციელების შემთხვევაში, ყველაზე პოლულარული ფულადი გზავნილების სისტემა „ვესტერნ იუნიონია“.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში საქართველოდან გადარიცხული თანხების 30 პროცენტზე მეტი, სწორედ ამ სისტემის მეშვეობით გაიგზავნა.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან სხვა ქვეყნებში სულ 8 მლნ აშშ დოლარის გზავნილი განხორციელდა, რაც 800 ათასი აშშ დოლარით მეტია გასული წლის იგივე პერიოდის მონაცემებზე.
საქართველომ კი, გასულ თვეში 112.6 მლნ აშშ დოლარის გზავნილი მიიღო, რაც 6.4 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის აპრილის მაჩვენებეზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
რუსეთი, საბერძნეთი და იტალია ის სამი უმსხვილესი ქვეყნაა, საიდანაც ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა - რუსეთიდან აპრილში საქართველოში 60.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, საბერძნეთიდან - 14 მლნ, ხოლო იტალიიდან - 8.9 მლნ აშშ დოლარი.

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელ ექსპრესით“ გადმოიგზავნა.

ბეჭდვა