ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში თემაზე - "მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები" სემინარი მიმდინარეობს
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში თემაზე - "მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები" სემინარი მიმდინარეობს
11:13 20.05.2012
ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით დღეს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თემაზე - "მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები" სასწავლო კურსი გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გახსნა.
კურსი 31 მაისამდე გაგრძელდება მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტები გაუძღვებიან. სემინარს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან. ქართული მხრიდან მასში მონაწილეობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ.
სემინარის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს, მოინახულებენ რუსთავის იუსტიციის სახლს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას და შსს-ს მომსახურების სააგენტოს.
სასწავლო კურსი რამდენიმე მნშვნელოვან საკითხს მოიცავს - გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევები და მათი გავლენა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში; მაკროეკონომიკური რეგულირება და ფისკალური მენეჯმენტი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი კრიზისის დროს; საპენსიო მდგრადობა და რეფორმა და სხვა.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.

ბეჭდვა