საქართველოს ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ, კიევში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გახსნეს.
ფორუმში მონაწილე ქართველმა და უკრაინელმა ბიზნესმენებმა ორ ქვეყანას შორის მომავლის ბიზნეს-ინიციატივებზე, ასევე სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
ბიზნეს-ფორუმზე გიორგი ბარამიძემ, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
