2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მინერალური წყლების წარმოება 9.3 პროცენტით ანუ 13 მლნ ლიტრით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ველოსიპედების იმპორტიც მნიშვნელოვნადაა გაიზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს ქვეყანაში 66 ათასი ცალი ველოსიპედია იმპორტირებულია. 2009 წელთან შედარებით ველოსიპედების იმპორტის ზრდამ 165%, ხოლო 2010 წელთან შედარებით 37% შეადგინა .
