საქართველოსა და სერბეთს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და სერბეთს შორის შეთანხმება გაფორმდა
14:38 18.05.2012
„საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ბელგრადში მოეწერა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეთანხმების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების წახალისებას ხელშეწყობაა.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება 36 ქვეყანასთან მოქმედებს.
ბელგრადში კიდევ ერთი დოკუმენტი გაფორმდა. საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოწერა საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებაში დაეხმარებიან.



ბეჭდვა