„ტექნო ბუმში” „კორტინგის” კვირეული დაიწყო
„ტექნო ბუმში” „კორტინგის” კვირეული დაიწყო
12:28 18.05.2012
ტექნიკის რეალიზატორი კომპანია „ტექნო ბუმი” დღეიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გერმანული ბრენდის ”კორტინგის” კვირეულს იწყებს.  

კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ყველა მყიდველს საშუალება ექნება გერმანული წარმოების უმაღალესი ხარისხის ”კორტინგის” ტექნიკა 200 ლარამდე ფასდაკლებით შეიძინოს.

”ტექნო ბუმში” აცხადებენ, რომ აქცია ”კორტინგის” ბრენდის ყველა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკას ეხება და ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

პარალელურად, „ტექნო ბუმის” მაღაზიათა ქსელში გრძელდება ნულპროცენტიანი განვადება მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე, კონდიციონერებზე, მაცივრებზე, ტელევიზორებზე, სარეცხ მანქანებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე

”როგორც ყოველთვის მომხმარებელი კვლავაც დაზღვეულია ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით, რომლის ფარგლებში ყველა მომხმარებელს, ვინც ”ტექნო ბუმში” ტექნიკას შეიძენს, გადაეცემა ფასის გარანტია. ერთი თვის მანძილზე სხვა ნებისმიერ ქსელში უფრო დაბალი ფასის აღმოაჩენის შემთხვევაში, მყიდველს ფასის სხვაობა უკან დაუბრუნდება” - აცხადებენ კომპანიაში.

”ტექნო ბუმი” ქართულ ბაზარზე ორი წელია მუშაობს და თბილისის გარდა, ბათუმში,  გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.

ბეჭდვა