საქართველოს გავლით უკრაინაში აზერბაიჯანული თხევადი აირის ტრანსპორტირება იწყება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ვიცე პრემიერებმა გიორგი ბარამიძემ და სერგეი ტიგიპკომ მიიღეს.
ბარამიძემ და ტიგიპკომ კიევში საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-7 სხდომა გახსნეს. კომისიის მუშაობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაა.
თხევადი აირის ტრანსპორტირების გარდა, ორი ქვეყანა კიდევ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით ითანამშრომლებს, კერძოდ, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის „ვიკინგის“ განვითარების მიმართულებით, რომლითაც კასპიის რეგიონიდან ბალტიის ზღვის რეგიონისკენ, საქართველოსა და უკრაინის გავლით, მშრალი ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება, უკრაინის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართვა საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ექსპორტირების მიმართულებით და მესამე მიმართულებაა - ფოთი-ბურგასი-ოდესის კორიდორის გამოყენებით, ინტერნეტ და სხვა ელექტროკავშირის დამყარება რუსეთისა და ნებისმიერი მესამე ქვეყნის გვერდის ავლით.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკრაინელ კოლეგებს საქართველოში მშენებარე ღრმა პორტითა და ქალაქ ლაზიკათი დაინტერესება შესთავაზა.
