საქართველოს მთავრობა საფონდო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას სწავლობს.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამ დროისთვის მთავრობა საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას აწარმოებს, რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით „საქართველოს რკინიგზის“ არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებლად საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს რკინიგზის“ ჩვეულებრივი აქციების არა უმეტეს 25%-ის განთავსება იგეგმება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება, ასევე, არაფერი იცვლება კომპანიის მართვის საკითხშიც.
