ზაზა გოროზიამ გურიაში მოცვის პლანტაციები დაათვალიერა
ზაზა გოროზიამ გურიაში მოცვის პლანტაციები დაათვალიერა
17:02 17.05.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ დღეს გურიის რეგიონში, სოფელ ნარუჯაში მოცვის პლანტაციები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის კორპორაციის მხარდაჭერით 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

შეხვედრის ფარგლებში ზაზა გოროზიამ მცირე და საშუალო ფერმერებს სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო.

ამერიკული ჯიშის ლურჯი მოცვის 10 სახეობა 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.

პროგრამა საქართველოში მოცვის პირველადი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის დასრულების შემდეგ, პლანტაციის გასაშენებლად იმ ოპტიმალურ ჯიშს გამოიყენებენ, რომელიც საქართველოს კლიმატურ პირობებს უკეთ შეეგუება.


ბეჭდვა