კახეთის სასტუმროებს ვარსკვლავები მიენიჭებათ
კახეთის სასტუმროებს ვარსკვლავები მიენიჭებათ
09:08 17.05.2012
კახეთის სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭებისა და შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია დღეს გაიმართება.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დირექტორი ივა დავითაია დაესწრებიან. იგი თელავში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.

ვარსკვლავის მინიჭებისას ობიექტის შესწავლა დაახლოებით 300-მდე კრიტერიუმის საფუძველზე ხდება. ვარსკვლავების მინიჭებას კომპანია „გლობალ სთარი“ ახორციელებს.

ბეჭდვა