კომპანია „სილქნეტი“ ახალი აბონენტებისთვის საზაფხულო აქციას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სილქნეტიდან“ აცნობეს, დღეიდან 15 ივლისამდე ჩართულ ყველა აბონენტს კომპანია ორი თვის განმავლობაში სილქინტერნეტის ნებისმიერ პაკეტზე მომსახურებას 20 ლარად სთავაზობს, ხოლო სილქტივის სერვისის არჩევისას მომხმარებელი 2 თვის განმავლობაში საჩუქრად 2 თემატურ პაკეტს მიიღებს.
აღნიშნული პირობები აქციის პერიოდში რეგისტრირებულ აბონენტებზე როგორც DSL, ისე ოპტიკური სერვისების გააქტიურებისას გავრცელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს შერჩეული მომსახურების პაკეტი შეუნარჩუნდებათ, თუმცა, ისინი აღნიშნული მომსახურების სტანდარტულ ღირებულებას გადაიხდიან. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს პაკეტის შეცვლა აქციის დასრულებისთანავე შეუძლია.
