საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 124 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩენებელზე 18 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 726 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება. იმპორტმა კი - 2 397 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს 20 პროცენტით აჭარბებს.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აპრილში 1 671 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მაჩვენებლებს საქსტატი 24 მაისს გამოაქვეყნებს.
