კომპანია „სილქნეტი“ კახეთის მოსახლეობას Silknet Wifi-ს ერთთვიან უფასო მომსახურებას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, უკაბელო ინტერნეტის
ჩართვის შემთხვევაში, კახეთის მოსახლეობას საშუალება ექნება ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტსერვისით უფასოდ ისარგებლოს და სააბონენტო გადასახადი არ გადაიხადოს. ამასთან, ისინი „სილქნეტის“ უკაბელო ტელეფონზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ - აქციის ფარგლებში, უკაბელო ტელეფონის ფასი 20 ლარის ნაცვლად მხოლოდ 9 ლარი იქნება.
აქცია კახეთის იმ სოფლებში ვრცელდება, სადაც Silknet Wifi–ს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია. ესენია შილდა, ალვანი, წინანდალი და კისისხევი.
სერვისის მისაღებად რეგისტრაცია ცხელ ხაზზე 2 100 100 ან „სილქნეტის“ ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.
Silknet Wifi უკაბელო, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ სერვისია იმ რეგიონებისთვის, სადაც DSL და ოპტიკური ინტერნეტ ქსელი ჯერ განვითარებული არ არის.
