თბილისის ივენთ ჰოლში დღეს გამოფენა „ექსპო გერმანია“ გაიმართება
თბილისის ივენთ ჰოლში დღეს გამოფენა „ექსპო გერმანია“ გაიმართება
09:09 16.05.2012
„გერმანული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის ივენთ ჰოლში დღეს გამოფენა „ექსპო გერმანია“ გაიმართება.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გამოფენაში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში 50-ზე მეტი გერმანული კომპანია მონაწილეობს.
გამოფენას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, გერმანიის ინდუსტრიული და სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ვანსლებენი და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენინგი გახსნიან.
გამოფენის ფარგლებში კონცერტი, ვიქტორინა და გათამაშება გაიმართება. ივენთ ჰოლის ტერასაზე გერმანული ლუდის ბარიც გაიხსნება.
გამოფენა 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა