„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევა რძის პროდუქტებში საუკეთესო ბრენდს გამოავლენს
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევა რძის პროდუქტებში საუკეთესო ბრენდს გამოავლენს
09:04 16.05.2012
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის - „რძის პროდუქტების ბაზარი თბილისში“ შედეგების პრეზენტაცია დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევის მიზანი თბილისში რძის პროდუქტების მწარმოებელი პოპულარული კომპანიის გამოვლენაა.
კვლევა 15–30 აპრილს, თბილისის მასშტაბით, სუპერმარკეტ „პოპულის“ 15 სავაჭრო ობიექტში ჩატარდა.
თითოეულ სავაჭრო წერტილში 65–75 ადამიანის არჩევანი დაფიქსირდა. კვლევაში არა გაყიდვების რაოდენობა, არამედ მომხმარებლის არჩევანია დაფიქსირებული.
კვლევაში ექვსი ადგილობრივი ბრენდი – „სანტე“, „ეკო ფუდი“, „სოფლის ნობათი“, „ნატურალ+“, „მარგო“ და „ფაქიზო“ მონაწილეობდა.
კვლევას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრი ამზადებს.

ბეჭდვა