ფინანსთა მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
ფინანსთა მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
16:33 15.05.2012
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ საქართველოს უნივერსიტეტში ქვეყნის ეკონომიკურ ტენდებციეზე, გამოწვევებსა და რეფორმებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექციის კურსი - „ვისაუბროთ ეკონომიკაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.
გვინდაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეგიონულ, ურბანულ, ენერგეტიკულ, ტურისტულ და საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.
ლექციის შემდეგ მინისტრმა ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ სტუდენტების მოსაზრებები და წინადადებები მოისმინა.
სამინისტროს ცნობით, მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები დიმიტრი გვინდაძემ თბილისის სახელმწიფო, აგრარული, შავი ზღვის საერთაშორისო და საპატრიარქო უნივერსიტეტების სტუდენტებთან უკვე გამართა. წლის განმავლობაში მისი საჯარო ლექციები ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება.

ბეჭდვა