„საქსტატში“ მონაცემთა გავრცელების ერთიანი სისტემა იქმნება
„საქსტატში“ მონაცემთა გავრცელების ერთიანი სისტემა იქმნება
11:54 15.05.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური  დახმარების ფარგლებში, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ექსპერტი ეწვია.

OECD-ის ექსპერტი „საქსტატის“ თანამშრომლებს სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა გავრცელების ახალი ერთიანი სისტემის შექმნასა და დანერგვაში დაეხმარება.

ახალი ერთიანი სისტემის შექმნის პროცესში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტების საქსტატში ვიზიტი მომავალშიც იგეგმება.


ბეჭდვა