საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, შეხვედრას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„ვიმსჯელებთ, რა და როგორ უნდა მოხდეს, რათა საქართველოში სამშენებლო სფეროში კრიზისამდე არსებული ტემპი აღდგეს“-განაცხადა მან.
ბაინდურაშვილის განმარტებით, პალატა ყოველ თვეში სხვადასხვა სექტორის წარმომადგნლებს ხვდება და მათ დარგის კვლევის შედეგებს აცნობს. კვლევას საინვესტიციო სააგენტო ატარებს.
„ეს კარგი პლატფორმაა ყველა ბიზნესმენისთვის, რომ შეიტყოს, რა ხდება მის სფეროში, სად არის დამატებითი შესაძლებლობები და სხვა საკითხები“- განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრა ტექსტილის მწარმოებლებთან, ავტოიმპორტიორებთან და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან უკვე შედგა.
