„სილქნეტი“ რეგიონების მოსახლეობას Silknet Wifi-ს სთავაზობს
„სილქნეტი“ რეგიონების მოსახლეობას Silknet Wifi-ს სთავაზობს
17:27 14.05.2012
კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებლებს ახალ სერვისს - Silknet Wifi-ს სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, ეს არის ახალი  ინტერნეტ სერვისი რეგიონების იმ ადგილებისთვის, სადაც DSL და ოპტიკური ინტერნეტ ქსელი არ არის განვითარებული.

მომხმარებელს საშუალება ექნება 3 სააბონენტო პაკეტიდან მათთვის სასურველი აირჩიოს და 5მბ–მდე ულიმიტო ინტერნეტ სერვისი მიიღოს. სერვისის მისაღებად რეგისტრაცია ცხელ ხაზზე - 2 100 100 და „სილქნეტის“ ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Silknet Wifi-თ სარგებლობას რეგიონების მოსახლეობა სპეციალური ანძების მეშვეობით შეძლებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდება. ამ ეტაპზე სერვისი მხოლოდ სოფელ წინანდალში, კისისხევში, შილდაში, ალვანში, შინდისში, ტაბახმელასა და გამარჯვებშია ხელმისაწვდომი.





ბეჭდვა