ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინფლაციამ 3,5% შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
მინისტრის ვარაუდით, წლის ბოლოს ინფლაცია 5,6% იქნება, რაც ბიუჯეტის ცლილებების პროექტშიც არის ასახული.
ეს განცხადება გვინდაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები წარუდგინა.
მან სავალუტო რეზერვების მოცულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა თანმიმდევრულად იზრდება და 2012 წლის მარტის მდგომარეობით, 2 მლრდ 800 მლნ-ია.
