გვინდაძის თქმით, წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ 3 549 აშშ დოლარამდეა
გვინდაძის თქმით, წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ 3 549 აშშ დოლარამდეა
14:03 14.05.2012
2012 წლის პროგნოზით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 3 549 აშშ დოლარამდეა, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა.

დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები წარადგინა.

გვინდაძის განცხადებით, 2011 წელი 7%–იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა, რაც ნომინალურ გამოსახულებაში ორნიშნა ზრდას გულისხმობს.

„ეს ძალიან კარგი შედეგია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც 2011 წელს არსებობდა, ევროზონის და გლობალურ გამოწვევებს ვგულისხმობ. 7%–იანი ზრდა ერთ–ერთი კარგი შედეგია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ასევე, მან მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის შეფასებებზე ისაუბრა, რომელიც ბიზნეს გარემოს შეეხება. გვინდაძის თქმით, ამ შეფასების თანახმად, საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად არის აღიარებული.

ბეჭდვა