საქართველოში 16 მაისს გამოფენა - „გერმანული ექსპო“ გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა
კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება იმ ურთიერთობების შედეგია, რომელიც საქართველოსა და ბავარიის პალატებმა დაამყარეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, გარდა გერმანული გამოფენისა, წლის განმავლობაში სხვა ღონიძიებებიც იგეგმება.
„უნდა მივაღწიოთ, რომ წლის ბოლოსთვის 10-ზე მეტი ცნობილი გერმანული კომპანია შემოვიდეს საქართველოში. ჩვენს გეოგრაფიულ რადიუსში გერმანია ყველაზე ახლოს მდებარე უდიდესი ევროპული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის საქართველოში ინვესტირებით დავაინტერესოთ“ - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბავარიის პალატასთან უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმად, გერმანელი კოლეგები ქართველებს პალატის უკეთ განვითარებაში დაეხმარებიან.
