ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს „ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ოჯახური ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც „ღვინის კლუბის“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
ღვინის ჩამომსხმელმა კომპანიებმა, მცირე მარნებმა და ოჯახებმა, ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინოები წარმოადგინეს.
ფესტივალი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო და მონაწილეებს გაესაუბრა.
მერიის ინფორმაციით, ღვინის ფესტივალი მეღვინეობის ტრადიციების მქონე ყველა ქვეყანაში ტარდება.
ახალი ღვინის ფესტივალი მაისის ყოველ მეორე შაბათს, თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება.
