2011 წელს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა მნიშვნელოვნად გაიზარდა
2011 წელს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა მნიშვნელოვნად გაიზარდა
17:27 11.05.2012
მშენებლობაზე გაცემული ნებართვების ოდენობა 2011 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 46.3 პროცენტითაა მომატებული.

საქსტატის ცნობით, 2011 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე 26 პროცენტით მეტი, ხოლო არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე 62 პროცენტით მეტი ნებართვაა გაცემული.

ბეჭდვა