საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ამას 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია.
პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა 197–ით იზრდება. აქედან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელთა რიცხოვნობა 116 პირით იზრდება, იუსტიციის სამინისტროს რიცხოვნობა – 36 პირით. თავდაცვის სამინისტროს 45 თანამშრომელი დაემატება, რომლებიც მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტში დასაქმდებიან.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები 200 მლნ 600 ათასი ლარით იზრდება. 2012 წლის ბიუჯეტი მთლიანად 8 მლრდ 216 მლნ ლარი ხდება. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.
