“საქართველოს ბანკი” ახალ ექსპრეს სერვისცენტრს ხსნის
“საქართველოს ბანკი” ახალ ექსპრეს სერვისცენტრს ხსნის
11:10 11.05.2012
“საქართველოს ბანკი” ახალ, ექსპრეს სერვისცენტრს თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზეც გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკი“-დან აცნობეს, ექსპრეს სერვისცენტრებში მომხმარებელი სპეციალურად ექსპრესისთვის შექმნილი პროდუქტებით სარგებლობას შეძლებს. კერძოდ, მას შეუძლია ექსპრესპაკეტით ისარგებლოს, რომელიც ექსპრესბარათს, მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას მოიცავს. ის ასევე, ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორენჯის განაცხადის შევსებას შეძლებს.
ბანკის ექსპრეს სერვისცენტრები ორ ზონადაა გაყოფილი- მომხმარებელს მოლარე ოპერატორებიც ემსახურებიან, თუმცა, საჭირო ოპერაციების განხორციელება მათ თვითმომსახურების ზონაშიც შეუძლიათ.
თვითმომსახურების ზონაში მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში ისარგებლებს ინტერნეტბანკის ტერმინალით, PayBox–ით და ბანკომატით. აღნიშნული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი თანხას ან გზავნილს გაანაღდებს, sms სესხს მიიღებს, კომუნალურ და სხვა გადასახადებს გადაიხდის, ანგარიშზე თანხას შეიტანს ან გადარიცხავს, დეპოზიტს გახსნის და სხვა ოპერაციას შეასრულებს.
ამასთან, ექსპრეს სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები მოემსახურებიან, ყოველდღე 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ–კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი.
ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ 16 ექსპრეს სერვისცენტრი მოქმედებს.

ბეჭდვა