დღეს ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012“ გაიმართება
დღეს ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012“ გაიმართება
10:33 11.05.2012
საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2012“ დღეს გაიმართება.
ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 18 ნომინაციაში გამოაცხადებენ, მათ შორის იქნებიან - წლის  აღმოჩენა, წლის ტურისტული კომპანია, წლის ახალგაზრდა ბიზნესმენი, წლის უცხოელი ინვესტორი, წლის ქართველი ინვესტორი და სხვა ნომინაციები.

ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიას“ ახალ პავილიონში ჩატარდება.

დაჯილდოების ორგანიზატორების თქმით, ობიექტურობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად ნომინანტების შეფასების პროცესში გავლენიანი ამერიკული გამომცემლობა ”Forbes”-ის და ”ბი სი ჯი”-ს კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

„მერკური 2012“-ზე წარდგენილი ნომინანტების შეფასების პროცესი 24 მარტიდან 24 აპრილამდე მიმდინარეობდა. ხმის მიცემა დაჯილდოების ოფოციალურ ვებ-გვერდზე www.mercuryaward.ge იყო შესაძლებელი.

”მერკური 2012“-ის ორგანიზატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კომპანია „კაუკასუს ონლაინი“ არიან.

ბიზნესდაჯილდოება „მერკური“ წელს უკვე მეორედ იმართება.

ბეჭდვა