ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ქართუ“ ბანკის პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს პოლიტიკაში წასვალს ურჩევს.
პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი „ქართუს“ ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებდა, რადგან ნოდარ ჯავახიშვილი მათი ყოფილი კოლეგაა.
„ჩემი ეთიკა საშუალებას არ მაძლევს კომენტარი გავაკეთო ხანდახან სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე. ერთ რამეს ვიტყვი, სამწუხაროდ, ჩემი დიდი იმედის მიუხედავად, ბატონი ჯავახიშვილი ძალიან დაშორდა თანამედროვე საბანკო სექტორს და იგი გაცილებით უფრო ახლოს არის პოლიტიკასთან. მე მას ვურჩევ, გადავიდეს იქ, სადაც მის უნარებს უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას“ – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ საბანკო სექტორში პოლიტიკა წამყვანი არასდროს არ იყოს და ამ პოზიციას ეროვნული ბანკი ყოველთვის დაიცავს.
