2011 წელს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა იყო.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
კომიტეტმა ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
მესტვირიშვილის შეფასებით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმატებით განხორციელდა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.
