მიწის მფლობელი ინვესტორები სასტუმროს აშენებისას 15 წლიანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ
მიწის მფლობელი ინვესტორები სასტუმროს აშენებისას 15 წლიანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ
18:14 10.05.2012
მიწის მფლობელი ინვესტორები სასტუმროს აშენებისას 15 წლიანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.  ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი ტურისტული ზონის” შესახებ კანონში ცვლილებები შედის.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი შეიძლება მოითხოვოს იმ ინვესტორმა, რომელიც საქართველოში უკვე ფლობს მიწის ნაკვეთს და მასზე სასტუმროს აშენებას აპირებს. ხუროშვილის თქმით, ინვესტორმა შეღავათით სარგებლობისთვის 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 10%-იანი გარანტია წარმოადგინოს.
ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინვესტორი 15 წლის მანძილზე მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ასევე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებული სპეციალური კომისია ინვესტორისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზეც იმსჯელებს.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

ბეჭდვა