ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ფერმერები და ბანკირები განსხვავებულ ენაზე საუბრობენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ფერმერები და ბანკირები განსხვავებულ ენაზე საუბრობენ
18:08 10.05.2012
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ფერმერები და ბანკირები განსხვავებულ ენაზე საუბრობენ.  ამის შესახებ ქადაგიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
“ხშირ შემთხვევებში, ჩვენი ფერმერები და ბანკირები განსხვავებული ენაზე საუბრობენ. ამიტომ, საჭიროა ტრენინგები ჩატარდეს, რათა ფერმერები გათვითცნობიერებულები იყვნენ თუ რა პროცედურები სჭირდება მათი ბიზნესსაქმიანობის საბანკო კრედიტის ხარჯზე გაფართოებას” – განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, მხოლოდ საბაზრო მექანიზმებით და იძულებით სოფლის მეურნების დაკრედიტება ვერ მოხდება.



ბეჭდვა