ივანიშვილმა ბანკი „რასიისკი კრედიტი“ 352 აშშ მილიონ დოლარად გაყიდა
ივანიშვილმა ბანკი „რასიისკი კრედიტი“ 352 აშშ მილიონ დოლარად გაყიდა
16:54 10.05.2012
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „რასიისკი კრედიტი“ კერძო ინვესტორთა ჯგუფს 352 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა - იუწყება „ინტერფაქსი“.

მყიდველები ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „ლანიტ-ის“ პრეზიდენტი გიორგი გენსი, ბანკ „გლობექსის" ყოფილი მფლობელი ანატოლი მოტილევი და სადაზღვეო კომპანიის ყოფილი მფლობელი ბორის ხაიტი არიან. აქციებს, ასევე, ფლობენ კერძო პირები ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკოიანოვი და ვლადიმერ ფაეროვიჩი.

მყიდველებს შორის აქციების ოდენობის გადანაწილების დეტალები უცნობია.

ბეჭდვა