საქსტატმა მაისის ინფლაციის კვლევის საველე სამუშაოები დაიწყო
საქსტატმა მაისის ინფლაციის კვლევის საველე სამუშაოები დაიწყო
11:27 10.05.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო.

როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატიდან აცნობეს, კვლევის მიზანი საქართველოში 2012 წლის მაისის ინფლაციის დონის დადგენაა.

ფასებს 19 რეგისტრატორი საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში დააკვირდება. მონაცემები 1 300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე შეგროვდება.

საველე სამუშაოები 20 მაისის ჩათვლით ჩატარდება. მაისის ინფლაციის მაჩვენებელს საქსტატი მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოაქვეყნებს.





ბეჭდვა