პრეზიდენტმა ვერა ქობალიას აბასთუმნის საუკეთესო კურორტად გადაქცევის გეგმის შემუშავება დაავალა
პრეზიდენტმა ვერა ქობალიას აბასთუმნის საუკეთესო კურორტად გადაქცევის გეგმის შემუშავება დაავალა
10:04 10.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას 2015 წლისთვის აბასთუმნის საუკეთესო კურორტად გადაქცევის გეგმის შემუშავება დაავალა.
„2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს. 2015 წელს, აქ უნდა იყოს ბადენ-ბადენი, ბორჯომი და ყველაფერი ერთად აღებული“ - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრს.
სააკაშვილი აბასთუმანში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და აღნიშნა, რომ აბასთუმანი ყველაზე კარგი კურორტი გახდება.
„აბასთუმანში ჩვენ ვიწყებთ ყველაზე თანამედროვე კურორტის მშენებლობას, ვისაც მშებლობაზე მუშაობა შეუძლია, დასაქმდება. ჩვენ უნდა გადავამზადოთ ხალხი სასტუმროებში სამუშაოდაც“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან აბასთუმნის ობსერვატორის ტერიტორიაც მოინახულა.

ბეჭდვა