"გრინ სერვისის" საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან
"გრინ სერვისის" საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან
16:00 09.05.2012
თბილისის მერია კომპანია "გრინ სერვისთან" ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას აუქმებს.
როგორც დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ  განაცხადა, გრინ სერვისმა" კიპარისების ნერგების შესყიდვასა და მის თანმდევ მომსახურებაზე თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
კიპარისის 120 ნერგი ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გრინ სერვისისგან" მერიამ 225 ათას ლარად შეისყიდა. თუმცა, მერიის მიერ მოძიებული მასალით დადგინდა, რომ კომპანია "გრინ სერვისმა" ნერგები ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდა, რაც მერიაში წარდგენილ დოკუმენტაციაში არ იყო ასახული.
უგულავას თქმით, სამწუხაროა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირობები დაარღვია და სახელმწიფოს მიმართ ნაკისრი ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. ამდენად, მისივე თქმით, საკითხი დამატებით შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

ბეჭდვა