პრეზიდენტი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ელის
პრეზიდენტი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ელის
14:17 09.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოესი წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ელის.

როგორც მან დღეს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხდება, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბევრი ტურისტი დასავლეთ ევროპიდანაც ჩამოვიდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ბევრ ადამიანს ჰქონდეს ნანახი საქართველო და მხოლოდ რუსული პროპაგანდიდან არ ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ეს არის ჩამორჩენილი, გაუბედურებული და კონფლიქტებით მოცული ქვეყანა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განმარტებით, დღესაც კი, ჩრდილოეთიდან მოსული ასობით მილიონი დოლარი ჟურნალისტების, ტელევიზიების, ლობისტური კომპანიების მოსასყიდად იხარჯება.

„ყველა ლობისტური კომპანია იქირავეს საერთოდ რაც არსებობს დღეს ვაშინგტონში და ევროპაში, ოღონდ საქართველო გააშავონ. ამ პროპაგანდის მოკვლის საშუალება არის ერთი - ჩამოხვიდე საქართველოში და შენი თავლით ნახო“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველოსთვის ტურიზმი ბევრად მეტია ვიდრე შემოსავლის წყარო.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უახლოეს წლებში 10 მლნ ტურისტი ისედაც გარანტირებულად ეყოლება.




ბეჭდვა