საქართველო წელს 4 მლნ ვიზიტორს ელოდება
საქართველო წელს 4 მლნ ვიზიტორს ელოდება
13:11 09.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც მან აღნიშნა მსგავსი შეხვედრების ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანია.
„მე არ ვიცი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტურიზმი ასეთი ტემპით იზრდება, როგორც საქართველოში ბოლო წლებში. იმ წელს, როცა მე გავხდი პრეზიდენტი საქართველოში იყო 120 ათასი უცხოელი ვიზიტორი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები იყვნენ უცხოური პასპორტებით“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შარშანწინ საქართველოში 2 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, შარშან თითქმის 3 მლნ, ხოლო წელს 4 მლნ ვიზიტორს ელოდებიან.
„თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია კიდევ ასეთი ზრდა. მე რაც მოვიკითხე პრაქტიკულად არცერთ ქვეყანას ასეთი პროცენტული ზრდა ვიზიტორებისა არ აქვს“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ასპექტი აქვს.
„პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ეკონომიკური ასპექტი, რომელიც პირდაპირ ხალხის დასაქმებას უკავშირდება. ყველაზე მეტი დამსაქმებელი მსოფლიოში ტურიზმშია, თან ტურიზმს შედარებით ნაკლებად ეხება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამგვარად, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ტურისტულ ინდუსტრიაშია დასაქმებული“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმს ასევე, ძალიან სერიოზული პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტი აქვს.

ბეჭდვა