ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იაპონელ ჟურნალისტებს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იაპონელ ჟურნალისტებს მასპინძლობს
16:20 08.05.2012
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იაპონელ ჟურნალისტებს მასპინძლობს.

სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში სუამის“ ტურისტული პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

პროექტის მიხედვით, იაპონური მედიის წარმომადგენლები ორგანიზაციის წევრ 4 ქვეყანაში - აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში იმოგზაურებენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი თბილისს, კახეთს, მცხეთას, გორსა და ყაზბეგს მოინახულებენ.

სტუმრები საქართველოს 10 მაისს დატოვებენ.

ბეჭდვა