გილაურის განმარტებით, ბიუჯეტი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლებისა და გრანტების ხარჯზე იზრდება
გილაურის განმარტებით, ბიუჯეტი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლებისა და გრანტების ხარჯზე იზრდება
14:25 08.05.2012
მთავრობის სხდომაზე 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებს განიხილავენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტი 200 მლნ ლარით იზრდება ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლებისა და გრანტების ხარჯზე.
გილაურის თქმით, ცვლილებები შევა ბიუჯეტის ხარჯების ნაწილშიც, დამატებითი დაფინანსება სტუდენტების დაზღვევაზე, საქართველოს საელჩოების შენობების შესყიდვაზე, ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულების კორპუსის ინვენტარით აღჭურვასა და თოვლსაწმენდი მანქანების შესყიდვაზე, ასევე ფეხბურთის განვითარებასა და სხვა რეგიონულ პროექტებზე მიიმართება.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელება კახეთისა და იმერეთის ინფრასტრუქტურის პროექტები.


ბეჭდვა