ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით, 12-14 მაისს, ბათუმში კონფერენცია სახელწოდებით - „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში“ გაიმართება.
კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტარები და დიპლომატები.
„კონფერენციის ძირითადი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე ტენდენციების გაზიარებაა. მონაწილეები ეუთო-ს რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ამ მიმართულებით ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობიან“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, მისასალმებელი ფაქტია, რომ კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველო, ბათუმი შეირჩა.
