რეგიონული განვითარების სტატისტიკური მეთოდოლოგიის შემუშავებაზე ტექნიკური ჯგუფი იმუშავებს
რეგიონული განვითარების სტატისტიკური მეთოდოლოგიის შემუშავებაზე ტექნიკური ჯგუფი იმუშავებს
11:35 08.05.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი რეგიონული განვითარების სტატისტიკური მეთოდოლოგიისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

მემორანდუმი საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების, შეფასებისა და მონიტორინგისათვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას ითვალისწინებს.



ბეჭდვა