ორმა ქართულმა კომპანიამ - ”ელსელემა”-მ და ”Miller & Company”-მ სტამბოლის მოდისა და საფეიქრო ინდუსტრიის მე-5 კონფერენციასა და გამოფენაში მიიღო მონაწილოება.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიებმა საინვესტიციო სააგენტოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.
სააგენტომ გამოფენაზე კომპანია ”უნისტილი”-ს სამოსი და კომპანია ”მატერია”-ს კატალოგიც წარადგინა.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა კონფერენციაზე ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
სტამბოლის მოდისა და საფეიქრო ინდუსტრიის გამოფენა თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ყოველ წელს იმართება. ის ცნობილი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებს აერთიანებს.
