ნიკა გილაურმა ბათუმში ბიზნეს კონფერენცია გახსნა
ნიკა გილაურმა ბათუმში ბიზნეს კონფერენცია გახსნა
12:49 18.02.2012
ბათუმში დღეს ბიზნესკონფერენცია გაიხსნა, რომელშიც საქართველოს მთავრობისა და ,,საქართველოს ბიზნესასოციაციის" წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენცია "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნეს. პრემიერმა ბიზნესისა და მთავრობის პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციის მონაწილეები საგადასახადო საკითხებზე, სალიზინგო პოლიტიკაზე, საფინანსო, სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სექტორზე, სოფლის მეურნეობასა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრებენ.
სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში ბიზნესმენები მთავრობას საკუთარ პრობლემებს და მათი გადაჭრის შესახებ თავიანთ ხედვებს გააცნობეენ.
კონფერენცია კიდევ ორ დღეს გასტანს. ბიზნესასოციაციის წევრები დარგობრივ შეხვედრებს გამართავენ. ხვალ კი კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის წევრები სხვადასხვა უწყებებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და მათ კითხვებს უპასუხებენ.
ასეთი შეხვედრა უკვე მეორე წელია იმართება.

ბეჭდვა