სახელმწიფო ბიუჯეტი 200 600 ათასი ლარით იზრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად 8 216 მლნ ლარი იქნება.
ხუროშვილის განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ლიცენზიის საფასურიდან მისაღებმა სახსრებმა და ევროკავშირიდან დამატებით გამოყოფილმა გრანტებმა გამოიწვია.
რაც შეეხება გაზრდილი ბიუჯეტის განაწილებას, ის კახეთსა და იმერეთში დაგეგმილ ტურისტულ და მუნიციპალურ პროექტებს, ნაპირსამაგრი სამუშაობის დაფინანსებას, ბაგრატის ტაძრის, ასევე, საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, რთველის ხელშეწყობას და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის დაფინანსებას მოხმარდება.
გაზრდილ ბიუჯეტზე მსჯელობას საპარლამენტო კომიტეტები ამ კვირაში დაიწყებენ.
