„საქპატენტის“ დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება, სადაც ლატვიის საპატენტო უწყების 20 წლისთავისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მენეჯმენტი“ კონფერენცია გაიმართება. მასში სხვადასხვა სახელმწიფოების საპატენტო უწყების თავმჯდომარეები და ინტელექტუალური სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
რიგაში დაგეგმილ შეხვედრებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართული ეროვნული ბრენდების დაცვის მექანიზმებზეც იმსჯელებენ.
