ბანკი „რესპუბლიკა“ მომხმარებელს რემონტისთვის სესხს სთავაზობს
ბანკი „რესპუბლიკა“ მომხმარებელს რემონტისთვის სესხს სთავაზობს
11:06 07.05.2012
ბანკი „რესპუბლიკა” მომხმარებელს საცხოვრებელი და სამუშაო ფართის რემონტისთვის განკუთვნილ სესხს სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკ „რესპუბლიკიდან“ აცნობეს, თუ რემონტისთვის  მომხმარებელს მხოლოდ 5 ათას ლარამდე თანხა ესაჭიროება, იგი სესხის მიღებას უზრუნველყოფის გარეშე, ერთ საათში შეძლებს. უფრო მეტი ოდენობით სესხის აღების შემთხვევაში, მსესხებელს ბანკი საჩუქრად საკრედიტო ბარათს “Dream Card”-ს გადასცემს.

ამასთან, ყველა მომხმარებელი, რომელიც სარემონტო სესხით ისარგებლებს, ბანკი „რესპუბლიკას” პარტნიორ მაღაზიებში სარემონტო მასალების, განათების სისტემების, ავეჯისა და აქსესუარების ყიდვისას ფასდაკლებით ისარგებლებს.

ბეჭდვა