„საქართველოს რკინიგზა“ ტენდერს აცხადებს
„საქართველოს რკინიგზა“ ტენდერს აცხადებს
11:55 06.05.2012
„საქართველოს რკინიგზა“ მძიმე სალიანდაგო მანქანების სათადარიგო მარაგ-ნაწილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.

რკინიგზის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილოება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისთვის, მან ტენდერში მონაწილოების საფასური - 500 ლარის ოდენობით უნდა გადაიხადოს, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.raylway.ge შეუძლია გაეცნოს.

შესყიდვის ობიექტი 1 ლოტადაა წარმოდგენილი. მისი მთლიანი სავარაუდო ღირებულება (დღგ-ს გარეშე) 77 858 ლარია.


პრეტენდენტმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებაქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, სს „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების სააგენტოში უნდა წარადგინონ. წინადადების მიღების ვადა 2012 წლის 25 მაისამდეა განსაზღვრული.


ბეჭდვა