გერმანიის ქალაქ ლაიპციგში ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმზე, სადაც სომალელი მეკობრეების საკითხი განიხილეს, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სიტყვით გამოვიდა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმზე მან მეკობრეობის პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„საქართველოში დღეს 20 ათასამდე მეზღვაურია. ეს მსოფლიოში ურთულესი პროფესიაა, რომელიც მეკობრეობის პრობლემის გამო, კიდევ უფრო გართულდა. საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამიტომ ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო საზოგადოებას გავუზიარეთ“-აღნიშნა ქობალიამ.
მისივე თქმით, ფორუმის მონაწილე ქვეყნების მინისტრებმა სპეციალური განცხადებაც შეიმუშავეს, სადაც ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე, მათ შორის, ძალიესმიერი მეთოდების გამოყენებაზეა საუბარი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლაიპციფის ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმში მეორე დღეა მონაწილოებს.
ვიზიტის ფარგლებში ქობალიამ ფორუმის მონაწილე ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
